Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704648&print=yes&view=jobs
 
ურბან მოლის დირექტორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ურბან მოლის დირექტორი
მომწოდებელი: East Point Tbilisi
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში ახალი სავაჭრო ცენტრის "ურბან მოლის" დირექტორის პოზიციაზე.

ურბან მოლის (Urban Mall Kutaisi) გახსნა დაგეგმილია მიმდინარე წლის სექტემბერში ქალაქ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. # 2. სავაჭრო ცენტრი განთავსებული იქნება დაახლოებით 20 000+ კვ.მ-ზე, გაიხსნება დომინო (სამშენებლო ჰიპერმაკეტი), სასურსათო ჰიპერმარკეტი, ტექნიკის მაღაზიები და ა.შ. (*მოლში არ იქნება მოდის მიმართულება)

დირექტორის ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი
** მოიჯარეებთან ურთიერთობის მართვა და კოორდინაცია
** პერსონალის მართვა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა და კონტროლი
** ობიექტის უსაფრთხოების და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება
** ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების მართვა
** პრობლემური საკითხების დროული და ეფექტური გადაწყვეტა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მსგავს სფეროში)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** საცალო ვაჭრობის ან სავაჭრო ობიექტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ანაზღაურება:

შეთანხმებით (კვალიფიკაციისა/გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: vacancy@eastpoint.ge 2026 წლის 20 მარტამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია