Робота для біженців з України
პრისეილერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: მარგიო
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
კომპანია "მარგიო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე კახეთის მასშტაბით.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: კახეთის რეგიონი
** გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 900-1300 ლარი + ბონუსი

კომპანიის შესახებ:

"მარგიო" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ხელსახოცებისა და მაგიდის ტილოების მწარმოებელ კომპანიას. ბრენდი წარმოდგენილია ქვეყნის წამყვან ქსელებსა და მაღაზიებში და უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქციასა და ეფექტურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა და ახალი ობიექტების მოძიება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და ასორტიმენტის ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** დებიტორული დავალიანების მართვა;
** გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.

მოთხოვნები:

** მინ. 1 წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი (ყველა ხარჯი უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ).

გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** მხარდამჭერ მენეჯმენტს;
** საწვავისა და ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: margiotrade@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574 88 02 35
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე