Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ენმედიცი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
სამედიცინო კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის პერსონალის ხელფასების მომზადება და აღრიცხვა;
** კლინიკის მიერ გაწეულ მომსახურებაზე დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა;
** საბანკო ოპერაციების წარმოება და კონტროლი:
** დებიტორული დავალიანების კონტროლი:
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და დაარქივება;

მოთხოვნები:

** განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** 2 წელი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრად;
** ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (Oris);
** MS Excel-ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული პიროვნება.

სასურველი უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამედიცინო სფეროში გამოცდილება.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლ.მანაგაძის ქ. N3 (300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ხელფასი: 2800 ლარი (net)

კლინიკა ენმედიცი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე zurabi30071978@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე