Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 5/2)
ანაზღაურება: 1000 (NET) დაზღვევა, კვება, ბონუსი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)

სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:

** სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა.
** სასტუმროში არსებული ყველა წესის და სტანდარტის დაცვა.
** მომხმარებლებთან ურთიერთობა და მომსახურება არსებული სტანდარტის დაცვით;
** სტუმრებისათვის მომსახურების სრული ციკლის მართვა: მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის, ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
** ფუნქციიდან გამომდინარე ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სერვისის საერთაშორისო სტანდარტის ტრენინგებს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვებისა და სასმელების განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@cityhotels.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

(აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სასტუმროს მხრიდან განახორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნისთვის)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე