|
დასახელება:
მძღოლი-კურიერი
|
| მომწოდებელი:
სამი ძმა
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
** სამუშაო ადგილი: კედიას ქ.10;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,
** ანაზღაურება: 1200 ლარი საწყის ეტაპზე;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფილიალების პროდუქციით მომარაგება ცენტრალური საწყობიდან;
** შეკვეთების მიტანა როგორც სავაჭრო ობიექტებზე, ისე ინდივიდუალურ შეკვეთებზე.
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება მინიმუმ 6 თვე;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 31 მარტის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება ოფისში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge. გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მძღოლი-კურიერი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|