Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704591&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული ფინანსებისა და საინვესტიციო ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული ფინანსებისა და საინვესტიციო ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სმარტ კაპიტალ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"სმარტ კაპიტალ ჯგუფი" არის სანდო და ზრდაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც აერთიანებს ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს საქართველოში და გაერთიანებულ სამეფოში.

"სმარტ კაპიტალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ფინანსებისა და საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პოზიცია განკუთვნილია მოტივირებული და ანალიტიკური უნარებით გამორჩეული პროფესიონალისთვის, რომელიც მზად არის იმუშაოს დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროექტებზე და აქტიურად ჩაერთოს ფინანსურ დაგეგმვასა და საინვესტიციო ანალიზში.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: 4000-5000 ლარი (განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; თბილისის პარკინგის საშვი, ულიმიტო სასაუბრო დრო;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა, პროექტის ფინანსური შედეგების მონიტორინგი;ბიუჯეტთან მიმართებაში და გადახრების (Variance) ანალიზი;
** ფინანსური მოდელების შემუშავება და განახლება მიმდინარე პროექტებისთვის;
** ინვესტიციებისა და პროექტების შეფასება და ანალიზი (მაგ. NPV, IRR);
** ფინანსური პროგნოზების და ფულადი ნაკადების ანალიზი;
** მენეჯმენტისა და ხელმძღვანელობისთვის პრეზენტაციული მასალების მომზადება;
** ფინანსური დოკუმენტაციის სტრუქტურირება და სათანადო დაარქივირება;
** საჭიროებისამებრ დამატებითი ანალიტიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში, ბუღალტერიაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** 2-4 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული ფინანსების, საინვესტიციო ანალიზის, ფინანსური მოდელირების, აუდიტის ან საკონსულტაციო სფეროში;
** ფინანსური ანგარიშგებისა და შეფასების პრინციპების ღრმა ცოდნა;
** Excel-ის მაღალი დონის ცოდნა (სავალდებულო);
** ACCA ან CFA ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
** მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
** ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@smartcapital.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის კორპორატიული ფინანსებისა და საინვესტიციო ანალიტიკოსი დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია