Робота для біженців з України
სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"York Towers" წარმოადგენს York Holding Group-ის ნაწილს — საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ჰოლდინგს, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის ლუქს კლასის უძრავი ქონების პროექტებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ, მრავალკულტურულ და ღირებულებაზე დაფუძნებულ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს.

"York Towers" ეძებს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ზედამხედველს, რომელიც შეუერთდება პროექტების განხორციელების დეპარტამენტს. აღნიშნული პოზიცია მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტების ხარისხიანად, დადგენილ ვადებში განხორციელების უზრუნველსაყოფად. ზედამხედველი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესის სრულფასოვან კონტროლზე, ტექნიკური სტანდარტების დაცვასა და სამუშაოების შესაბამისობაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ობიექტის სამშენებლო პროექტის, საპროექტო დოკუმენტაციისა და დადგენილი სტანდარტების დეტალურად გაცნობა;
** სამშენებლო პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი და ზედამხედველობა დამტკიცებული პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად;
** სამუშაოების შესაბამისობის კონტროლი მოქმედ ტექნიკურ, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებთან;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი და დარღვევების დროული იდენტიფიცირება;
** ტექნიკური, უსაფრთხოების, ვადებისა და ხარჯების რისკების გამოვლენა და პრევენციული ზომების ინიცირება;
** სამშენებლო მასალების, კონსტრუქციებისა და ტექნიკის სწორად გამოყენების კონტროლი;
** ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების გაზომვა და დაფიქსირება;
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის მუდმივი შემოწმება;
** სტანდარტებიდან გადახვევების გამოვლენა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ვადებსა და ბიუჯეტზე გავლენის მქონე დარღვევების დაუყოვნებლივ დაფიქსირება;
** უხარისხოდ შესრულებული ან/და დაუსრულებელი სამუშაოების იდენტიფიცირება და დოკუმენტირება;
** დღიური, ყოველკვირეული და/ან ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მენეჯერებთან, კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** სამუშაო გრაფიკის კონტროლი და დაგვიანების რისკების დროული იდენტიფიცირება;
** მიღება-ჩაბარების პროცესებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა;
** სამშენებლო პროცესთან დაკავშირებული ფოტომასალისა და ტექნიკური ჩანაწერების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
** ტექნიკური და სამშენებლო ნორმების ცოდნა;
** სასურველია CAD პროგრამების (AutoCAD; ArchiCAD) და MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; On-site

რას გთავაზობთ:

** დინამიკურ და შედეგებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი მუშაობა პირდაპირ აისახება კომპანიის ზრდასა და პროექტების წარმატებაზე;
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას საერთაშორისო ჰოლდინგის ფარგლებში;
** სამედიცინო დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@yorktowers.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი.

CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას კანდიდატურის შეფასებისა და შესაძლო დასაქმების მიზნით.

მონაცემები დაცულად შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან თანხმობის გაუქმება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე