Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704578&print=yes&view=jobs
 
საწარმოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოს თანამშრომელი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომელი (მამაკაცი)

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ხელფასი: გამომუშავებით, დღიური 50-120 ლარი - სამუშაო პოზიციისა და დატვირთვის გათვალისწინებით (ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა, ენერგიულობა,
** შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ფუნქცია/მოვალეობები:

** გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და შესაბამისი სამსახურის ინფორმირება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511442111

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვასაძის პურის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია