Робота для біженців з України
გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 31 მარტი
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" არის ნებაყოფლობითი, ჰუმანიტარული, დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მოქმედებს, როგორც ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაცია, ჰუმანიტარული საქმიანობების სფეროში. იგი მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და მისიის შესაბამისად, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დაარსდა 1918 წელს.

ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ უმწეო ადამიანებს საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ- ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში, დავიცვათ მათი სიცოცხლე და ღირსება.
GRCS ახორციელებს თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყოველწლიურად ახერხებს 300 000-ამდე სოციალურად დაუცველის და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას 39 ფილიალისა და 15 000 რეგისტრირებული მოხალისეთა ქსელის მხარდაჭერით.

"საქართველოს წითელი ჯვარი", შინმოვლის პროგრამისა და ქვეყნის მასშტაბით არსებული 27 სოციალური დღის ცენტრის მეშვეობით უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვას, ახდენს რეაგირებას კატასტროფების დროს, ავრცელებს ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნას, პოპულარიზაციას უწევს უანგარო სისხლის დონაციას და სხვა.

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" F2F პროექტის ფარგლებში ეძებს ენერგიულ, აქტიურ თანამშრომლებს გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე თბილისში

სამუშაოს მდებარეობა:

თბილისი - სხვადასხვა ღია და დახურული საჯარო სივრცეები (კარფურის სხვადასხვა ფილიალი, თბილისი ცენტრალი, ბაზარი ორბელიანზე, ვაკის პარკი და ა.შ.)

ჩვენ გთავაზობთ:

** საათობრივ ანაზღაურებას სრული განაკვეთი - დარიცხული 114, 4 ლარი დღეში, ნახევარი განაკვეთი - დარიცხული 57, 2 ლარი დღეში
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს - ორშაბათი-პარასკევი, სრული (11:00-19:00) ან ნახევარი განაკვეთი (11:00-15:00 ან 15:00-19:00)
** მინიმუმ 12 საათი კვირაში

ძირითადი პასუხისმგებლობები/მოვალეობები

** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
** ორგანიზაციის მისიის და ახალი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** საჯარო სივრცეებში კონტაქტის დამყარება პოტენციურ დონორებთან;
** პოტენციურ დონორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათი ჩვენს ვებ-საიტზე რეგისტრაცია;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან, შინაგანაწესის დაცვა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

(ვაკანსიაზე განიხილება სტუდენტიც)

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროს მიმართულებით (სასურველია)
** ქართულად გამართულად მეტყველების უნარი
** უცხო ენების ცოდნა (სასურველია)
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი
** გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან
გამკლავების უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: f2fprojectmanager@redcross.ge და admin@redcross.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების აგენტი - თბილისში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე