Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Sanex
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
ლოჯისტიკური კომპანია "Sanex" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მოკლე დროში შეძლო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მზარდი ბრენდის სახელის დამკვიდრება. დღეს ჩვენ უკვე 10 ფილიალით ვართ წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ეფექტურ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც გვაძლევს საშუალებას, მყარად გვეჭიროს პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე.

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება კომპანიის ბრენდის განვითარებასა და გაყიდვების ზრდაში, როგორც ლოკალურ, ასევე რეგიონალურ ბაზარზე.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, თ.იოსებიძის 51ა
ანაზღაურება: 2000₾

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და მართვა;
** ვებ-გვერდის მართვა და SEO ოპტიმიზაცია;
** პერფორმანს მარკეტინგი და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა/მართვა;
** ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებლის ქცევის მუდმივი ანალიზი;
** მონაცემთა ბაზებთან და CRM სისტემასთან მუშაობა;
** გაყიდვების ხელშეწყობისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
** რეგულარული რეპორტინგი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება Performance/Website მარკეტინგში;
** SEO პრინციპების ცოდნა და კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვის უნარი;
** GA4-ის და სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ენების ფლობა: ქართული, ინგლისური და რუსული.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (11:00-18:00),
** შაბათი (11:00-17:00);

ჩვენ გპირდებით:

** შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო;
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი;
** პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: hr@sanex.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე