Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704561&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნეო ქართული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** IT ოპერაციების ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** ინფრასტრუქტურის (სერვერები, ქსელები, მონაცემთა ბაზები) სტაბილურობისა და უწყვეტობის უზრუნველყოფა;
** Help Desk / IT Support პროცესების ორგანიზება და ხარისხის კონტროლი;
** ინციდენტებისა და პრობლემების მართვა (Incident & Problem Management);
** სისტემების ხელმისაწვდომობისა და შესრულების მონიტორინგი;
** სარეზერვო კოპირების (Backup) და მონაცემთა აღდგენის პროცესების ზედამხედველობა;
** კიბერუსაფრთხოების ოპერაციული ღონისძიებების კოორდინაცია;
** გარე მომწოდებლებთან და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ურთიერთობა;
** IT პროექტების ოპერაციული ნაწილის განხორციელებაში მონაწილეობა;
** SLA-ების შესრულების კონტროლი;
** IT პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების უზრუნველყოფა.
** ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ცენტრების და სარეზერვო (DR) სისტემების დაგეგმვა და მართვა;
** ცვლილებების მართვა (Change Management) და სისტემების განახლების/პატჩების კოორდინაცია;
** IT მომწოდებლებთან საკონტრაქტო ურთიერთობების, მოლაპარაკებების და ბიუჯეტის მართვა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით;
** IT გუნდის ფორმირება, მართვა და პროფესიული განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება IT ოპერაციების მართვის მიმართულებით;
** ქსელური ინფრასტრუქტურის, მონაცემთა ბაზების და სისტემური ადმინისტრირების ცოდნა;
** ITIL ან შესაბამისი ოპერაციული მართვის სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Microsoft / Linux სერვერული გარემოს პრაქტიკული გამოცდილება;
** კიბერუსაფრთხოების საბაზისო ცოდნა;
** პროექტების მართვის გამოცდილება;
** ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის და სარეზერვო (DR) სისტემების არქიტექტურის დაგეგმვა, აწყობა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** DevOps პროცესების და კონტეინერიზებული გარემოს მართვის გამოცდილება (ღრუბლოვან და ლოკალურ ინფრასტრუქტურაში) ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პროცესებზე ორიენტირებული მიდგომა;
** დროის მართვის მაღალი უნარი;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტთან;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@neogeorgiangroup.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია