Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704560&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნეო ქართული ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"ნეო ქართული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება);
ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კონკრეტული კანდიდატის გამოცდილებისა და შესაბამისი კომპეტენციის გათვალისწინებით;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** კიბერუსაფრთხოების რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და მართვა;
** უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგი და რეაგირების კოორდინაცია;
** უსაფრთხოების აუდიტების ჩატარება და შესაბამისობის კონტროლი;
** მონაცემთა დაცვის და წვდომის კონტროლის პროცესების მართვა;
** უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების განხორციელება თანამშრომლებისთვის;
** უსაფრთხოების სისტემების (Firewall, IDS/IPS, SIEM და სხვ.) ზედამხედველობა;
** სისტემური შეფერხებებისა და კრიტიკული ინციდენტების აღდგენის (DRP) პროცესებში მონაწილეობა";
** საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
** მესამე მხარეების/მომწოდებლების უსაფრთხოების რისკების შეფასება და მართვა;
** შეღწევადობის ტესტირების (Penetration Testing) პროცესების ორგანიზება და შედეგების მართვა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების (ISO 27001, NIST, COBIT და სხვ.) ცოდნა;
** უსაფრთხოების ინციდენტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ქსელური უსაფრთხოების და სისტემური დაცვის ცოდნა;
** პროფესიული სერტიფიკატები (CISSP, CISM, CEH და სხვ.) ჩაითვლება უპირატესობად;
** საბანკო/ფინანსურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საქართველოს საბანკო რეგულაციების და ეროვნული ბანკის ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და რისკების შეფასების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული და ოპერაციული ხედვა

ჩვენს კომპანიაში გელით მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების პერსპექტივა. თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ყველა საჭირო რესურსით, რათა ეფექტურად და წარმატებით შეასრულოთ თქვენი სამსახურებრივი მოვალეობები. გისურვებთ წარმატებას და იმედს ვიტოვებთ, რომ გახდებით ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@neogeorgiangroup.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ხელმძღვანელის პოზიციის დასახელება.

კომპანია თანამშრომელთა შერჩევის პროცესს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

რეზიუმეს გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში, დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი პერსონალური მონაცემები (CV) არაუმეტეს 12 თვის ვადით - მხოლოდ დასაქმებასთან დაკავშირებული პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ შრომითი ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების მიზანს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია