Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: დაკო ტრეიდი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის თანამდებობაზე საკუთარი ავტომობილით.

პირობები:

** სამუშაო საათები: 09:30-18:30
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)
** ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა (2000 ლარამდე)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის ქუჩა
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან)

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
**  საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მაგრამ აუცილებელი არაა.
** მართვის მოწმობა-B კატეგორია + საკუთარი ავტომობილი (სავალდებულოა)

კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ლიმიტს (მარშრუტის შესაბამისად)

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე info@dakotrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე