|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ვი დი სი
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
კომპანიის შესახებ:
შპს "ვიდისი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. კომპანია საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. ძირითადი მიმართულებები: საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობა; სატრანსფორმატორო პუნქტების მშენებლობა; კრიტიკული ენერგეტიკული მიმართულება - გენერატორები, ძაბვის რეგულატორები, უწყვეტი კვების წყაროები; წარმოების მიმართულება - მეტალის ფაბრიკაცია, ქვესადგურები, მაღალი და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარები, აღრიცხვის კვანძის უჯრედები და სხვა.
შპს "ვიდისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და მოქმედი საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად, კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით.
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება (საბუღალტრო პროგრამა 1C).
** მიწოდებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესაბამისად, საბანკო ტრანზაქციების განხორციელება.
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი.
** მარაგების მართვის კონტროლი.
** მასალა/ნედლეულის ჩამოწერის კონტროლი.
** წარმოების კალკულაციების სიზუსტისა და ნარჩენების მონიტორინგი.
** დებიტორებთან შედარება.
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა კანონმდებლობის შესაბამისად (RS.GE).
** წლიური ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და წარდგენა.
** აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან, ბანკებთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან კომუნიკაცია.
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
** კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ოფიციალური მეილის მეშვეობით.
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** სასურველია წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Excel, MS Outlook
** ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდებისა და პროცედურების ცოდნა
** საქართველოს საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** სწრაფი ადაპტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი სამუშაო დისციპლინა და პუნქტუალურობა
** ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება
** შედეგზე ორიენტირება
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #62
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად
** ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი და სამედიცინო დაზღვევა
CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადა - 31.03.2026 წ.
გასაუბრებას გაივლიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vdc.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
|
|
|
|