|
დასახელება:
სპეც-ტექნიკის ოპერატორი/მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ვი დი სი
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
კომპანიის შესახებ:
შპს "ვიდისი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. კომპანია საქმიანობს ენერგეტიკულ სფეროში. ძირითადი მიმართულებები: საჰაერო და საკაბელო ელ. გადამცემი ხაზების მშენებლობა; სატრანსფორმატორო პუნქტების მშენებლობა; კრიტიკული ენერგეტიკული მიმართულება - გენერატორები, ძაბვის რეგულატორები, უწყვეტი კვების წყაროები; წარმოების მიმართულება - მეტალის ფაბრიკაცია, ქვესადგურები, მაღალი და დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ფარები, აღრიცხვის კვანძის უჯრედები და სხვა.
შპს "ვიდისი" აცხადებს ვაკანსიას სპეც-ტექნიკის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ფარგლებში საყრდენების მონტაჟი სპეც-ტექნიკის გამოყენებით
** სპეც-ტექნიკის გამართული მდგომარეობის მუდმივი კონტროლი
** გახარჯული საწვავის აღრიცხვა და კონტროლი
** დროის სწორი განაწილება სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულების მიზნით
** ელექტრო-სამონტაჟო გუნდთან კოორდინირებული მუშაობა
** სპეც-ტექნიკის სისუფთავეზე ზრუნვა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა - C კატეგორია
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** მაღალი სამუშაო დისციპლინა და პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00 - 18:00 (საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურებით)
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** ძირითადი მდებარეობა: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. #62
** სამუშაო ადგილი: საქართველოს მასშტაბით, პროექტების მიხედვით
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად
** ბენეფიტები: კორპორატიული ნომერი და სამედიცინო დაზღვევა
CV-ს გამოგზავნის ბოლო ვადა - 31.03.2026 წ.
გასაუბრებას გაივლიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@vdc.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სპეც-ტექნიკის ოპერატორი".
|
|
|
|