|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ზრდასრულთა განათლების ქსელი
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
ა (ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
ზოგადი ინფორმაცია:
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) 2014 წელს დაარსდა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის მიერ.
ქსელი ამ ეტაპზე აერთანებს 15 სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრს საქართველოს მაშტაბით. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.
თანამდებობის მიზანია:
განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ფინანსური ასახვა. სახელმწიფო ბიუჯეტთან, მომხმარებლებთან, კრედიტორებთან და დონორებთან ურთიერთობა. დაწესებულების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პირების ინფორმირება და სათანადო რეაგირება.
ფინანსური მენეჯერი თანამშრომლობს ქსელი პერსონალთან და მოქმედებს კანონმდებლობის, ქსელის შიდა რეგულაციებისა და ხელმძღვანელი პირის მითითებების შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უფლებამოსილ პირთან/ორგანოსთან/დონორთან ანგარიშგების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება;
** ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის წარმოება;
** დონორთან წარსადგენი ფინანსური ანგარიშებისა და ყველა დამატებითი დოკუმენტაციის ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) ან ინგლისურენოვანი მომზადება;
** შესაბამისი საბანკო და ნაღდი ანგარიშსწორებით ტრანზაქციების წარმოება;
** სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საპენსიო სააგენტოსთან ანგარიშსწორება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** ქსელის ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა ქსელის დონორებთან (მათ წარმომადგენლებთან), კრედიტორებთან, პარტნიორებთან და მომხმარებლებთან;
** წლიური ბიუჯეტის შედგენაში ჩართულობა და დაგეგმვა;
** ბიუჯეტისა და ხარჯების კონტროლი;
** კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით დაწესებულების სტატისტიკის ფორმების შევსება;
** საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, დეკლარაციების შევსება და დროული ჩაბარება;
** დონორის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, სტატისტიკური მონაცემების მიწოდება;
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება შესაბამისი დონორის შესაბამისი სტანდარტის მიხედვით;
** მსხვილი მომსახურებებისა და პროდუქციის შესყიდვებში მონაწილეობის მიღება;
** დონორის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაწილეთა სიების, თვალსაჩინოებებისა და სხვა დამატებითი დოკუმენტაციისა და მასალის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Exceli - ის ცოდნა სავალდებულოა)
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში (საერთაშორისო საგრანტო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ანაზღაურება: მოცემული პოზიციისთვის განსაზღვრული ჰონორარი შეადგენს თვეში 1000 ლარს (ხელზე ასაღები თანხა).
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი)
განცხადების გამოგზავნა:
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 9 მარტი, 2026, 24:00
თუ თქვენი მონაცემები და გამოცდილება აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება- ფინანსური მენეჯერი.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით. დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|