|
დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
|
| მომწოდებელი:
UG სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
იუჯი სკოლა აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
"იუჯი სკოლა" არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას.
სამუშაო განაკვეთი - სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
შემდეგ მიმართულებებში:
** განათლების მართვა;
** განათლების ადმინისტრირება;
** პედაგოგიკა;
** ან სხვა მონათესავე მიმართულება;
** სასურველია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, აკრედიტაციის ან საგანმანათლებლო მართვის მიმართულებით დამატებითი ტრენინგები/სერტიფიკატები;
ინგლისური ენის ცოდნა;
პროფესიული კომპეტენციები:
** განათლების ხარისხის მართვის სისტემებისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
** შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დოკუმენტაციის მართვისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
** რისკების შეფასებისა და მართვის უნარი;
** შეფასების ინსტრუმენტების შექმნის უნარი;
ფუნქცია - მოვალეობები:
** სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება;
** სასწავლო პროგრამების შესაბამისობის ანალიზის უზრუნველყოფა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რეგულაციებთან, და საერთაშორისო სტანდარტებთან;
** კათედრის თავმჯდომარეების საგნობრივი მუშაობის კონტროლი;
** კათედრის/დეპარტამენტის თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სკოლის პროგრამების მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
** ახალი რეგულაციების შესახებ კათედრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ხარისხიანი და სკოლის მიზნების შესაბამისი საგნობრივი სახელმძღვანელოებისა და დამხმარე მასალის შერჩევის ხელმძღვანელობა კათედრების ჩართულობით;
** სკოლის ხარისხის პოლიტიკის შემუშავება;
** ვერიფიკაციის ანგარიშების მომზადება;
** სკოლის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესის ხელმძღვანელობა;
** მასწავლებელთა შეფასების სისტემის შემუშავება;
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების ანალიზის უზრუნველყოფა;
** მასწავლებელთა ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმების მონიტორინგი;
** სკოლაში ხარისხის კვლევის მიზნით, სასკოლო საზოგადოებისათვის (მშობლები, ბავშვები) კითხვარების შემუშავება.
სამუშაო გამოცდილება:
არანაკლებ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ზოგადი განათლების სფეროში ადმინისტრაციული ან აკადემიური მენეჯერის პოზიციაზე. (უპირატესია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება).
პიროვნული უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და ეთიკური სტანდარტები;
** ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშობის უნარი;
სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/ CV;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
** ფოტოსურათი ¾-ზე;
** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
** ცნობა სქესობრივ დანაშაულზე ნასამართლეობის შესახებ;
** უფლების ჩამორთმევის შესახებ;
** ჯანმრთელობის ცნობა.
** 2 სარეკომენდაციო წერილი - რეკომენდატოტრი პირების მითითებით.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე ugschoolvacancies@ug.edu.ge
(სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N 77ა.
იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშავოს წარდგენილი ინფორმაცია.
იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი)კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
|
|
|
|