Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704479&print=yes&view=jobs
 
პლანოგრამისა და სივრცის დაგეგმარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პლანოგრამისა და სივრცის დაგეგმარების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას პლანოგრამისა და სივრცის დაგეგმარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგრის #2.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პლანოგრამების შექმნა და განახლება სპეციალურ პროგრამაში;
** პროდუქციის განლაგების სტრატეგიის განსაზღვრა კატეგორიის მიხედვით;
** ახალი მაღაზიების გახსნისა სივრცის დაგეგმარება;
** სეზონური და პრომო განლაგებების შემუშავება;
** ასორტიმენტის ცვლილებების ასახვა პლანოგრამებში;
** თაროების ეფექტურობის შეფასება;
** პროდუქციის იდენტიფიცირება (რა კატეგორიაა, სად უნდა განლაგდეს);
** რეკომენდაციების მომზადება ასორტიმენტის ოპტიმიზაციისთვის;
** პლანოგრამების დროული მიწოდება შესაბამის პირთან;
** მაღაზიის და რეგიონალურ მენეჯერებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** საველე ვიზიტები შესაბამისობის დასადასტურებლად ან/და რეპორტის მოთხოვნა შესრულების კონტროლი;
** კომერციულ გუნდთან მუშაობა.
** გაყიდვების ბრუნვის ანალიზის მიხედვით წინადადებების წარდგენა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, Leafio-ში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** Excel-ს ანალიტიკის დონეზე ცოდნა;
** სასურველია კანდიდატი ერკვეოდეს ნახაზების აწყობაში;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** მიზანდასახულობა;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების უნარი;

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge და გთხოვთ, "subject"-ში მიუთითეთ სასურველი თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია