Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704474&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს ბუღალტერს პარტნიორი კომპანიისთვის.

პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, on-site
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბუღალტერს პარტნიორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ კრიპტო და ფინტექ სექტორში.

პოზიცია ითვალისწინებს სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, საგადასახადო ვალდებულებების მართვასა და ფინანსური პროცესების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფას რეგულატორულ მოთხოვნებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საბუღალტრო აღრიცხვა და ოპერაციები

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების, გადახდებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვა;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ანგარიშების შერიგება და ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** კრიპტო ტრანზაქციების აღრიცხვა მოქმედი სტანდარტებისა და შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

ფინანსური ანგარიშგება და შესაბამისობა

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** საგადასახადო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
** მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** აუდიტთან დაკავშირებული პროცესების მხარდაჭერა.

ანალიტიკა და კონტროლი

** ფინანსური მონაცემების ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება;
** შიდა კონტროლის მექანიზმების მხარდაჭერა;
** ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციირება;
** ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება და გამოცდილება

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში;
** ფინტექ ან კრიპტო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა.

პროფესიული უნარები

** ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების სიღრმისეული ცოდნა;
** მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის მართვისა და მრავალ დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი;
** Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია