|
დასახელება:
რისკების მართვის დირექტორი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს რისკების მართვის დირექტორს პარტნიორი კომპანიისთვის.
პირობები:
** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ვეძებთ გამოცდილ და სტრატეგიულად მოაზროვნე რისკების მართვის დირექტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური, საოპერაციო და საბარათე რისკების ეფექტურ მართვას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას. როლი ითვალისწინებს სტრატეგიულ ლიდერობას, ანალიტიკურ სიღრმესა და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობითი კულტურის უზრუნველყოფას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
რისკების მართვის სტრატეგია და ხელმძღვანელობა:
** კომპანიის რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ფინანსური, საოპერაციო და რეგულატორული რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და კონტროლი;
** რისკების პოლიტიკებისა და შიდა კონტროლის მექანიზმების შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** რისკ-აპეტიტის განსაზღვრა და შესრულების ზედამხედველობა;
** რისკების ქულირების (Scoring) და მონიტორინგის მეთოდოლოგიების განვითარება.
საბარათე რისკების მართვა:
** საბარათე პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების სრული ციკლის მართვა;
** თაღლითობის (Fraud), ჩარჯბექების (Chargeback) და ტრანზაქციული რისკების მონიტორინგი;
** ლიმიტების მართვა, ავტორიზაციის პროცესების კონტროლი და რეალურ დროში მონიტორინგის სისტემების ზედამხედველობა;
** ანომალიების გამოვლენის და Fraud-ის პრევენციის მექანიზმების დანერგვა და ოპტიმიზაცია;
** საბარათე პორტფელის რისკ-ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა:
** საერთაშორისო საბარათე სისტემების - VISA და Mastercard - რისკ-პროცესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დანერგვა;
** შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ რეგულაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან;
** რეგულატორული ანგარიშგების მომზადება და ზედამხედველ ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაცია.
ანალიტიკა და ანგარიშგება:
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური მიდგომების გამოყენება რისკების შეფასებისა და პროგნოზირებისთვის;
** რისკების ტენდენციების და პორტფელის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი;
** მენეჯმენტისთვის რისკ-ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება.
გუნდის მართვა და თანამშრომლობა:
** რისკების მართვის გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება;
** ფინანსურ, ოპერაციულ, IT და საბარათე დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** რისკების მართვის პროცესების ინტეგრირება კომპანიის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, მათემატიკის, რისკების მართვის ან შესაბამის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა.
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე რისკების მართვის მიმართულებით;
** ფინანსური, საოპერაციო და რეგულატორული რისკების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბარათე რისკების მართვის გამოცდილება (Fraud, Chargeback, ტრანზაქციული მონიტორინგი, ლიმიტების მართვა, ავტორიზაციის კონტროლი);
** საერთაშორისო საბარათე სისტემების რისკ-პროცესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;
** Fraud-ის პრევენციისა და რეალურ დროში მონიტორინგის სისტემების დანერგვის გამოცდილება;
** რისკების იდენტიფიკაციის, შეფასებისა და მუდმივი მონიტორინგის მეთოდოლოგიების სიღრმისეული ცოდნა;
** რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და ანგარიშგების გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კრიზისულ სიტუაციებში ეფექტური მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "რისკების მართვის დირექტორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|