Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704470&print=yes&view=jobs
 
მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 2500 ლარი Net
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება მერჩანტების ონბორდინგ პროცესში და უზრუნველყოფს ოპერაციული კომუნიკაციისა და დოკუმენტაციის გამართულ მართვას. პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა საბანკო გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის, რომლებიც მზად არიან განვითარდნენ ფინანსური და საგადახდო სერვისების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მერჩანტის ჩართვის (ონბორდინგის) პროცესი:

** მერჩანტის ონბორდინგის პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება;
** ხელშეკრულებების შაბლონური მომზადება და შიდა დამტკიცების პროცესის კოორდინაცია;
** AML/Compliance მოთხოვნების კომუნიკაცია მერჩანტთან და შესაბამისობის მონიტორინგი;

ოპერაციული კოორდინაცია და მხარდაჭერა:

** ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია ზედამხედველის მხარდაჭერით;
** მერჩანტებთან ყოველდღიური ოპერაციული კომუნიკაცია;
** მიმდინარე საკითხების დროული ესკალაცია შესაბამის გუნდებთან;

მონაცემების მართვა და ადმინისტრირება:

** CRM სისტემისა და შიდა რეესტრების რეგულარული განახლება;
** დოკუმენტაციის არქივირება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მერჩანტების პორტფელის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია საბანკო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MSME ან კორპორაციული ბანკირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბანკო პროდუქტებისა და AML/Compliance ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის და ადმინისტრაციული პროცესების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მერჩანტებთან ურთიერთობის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია