|
დასახელება:
მძღოლი-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
ბუდგეთი
|
|
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბუდგეთი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე თბილისში.
კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
** ანაზღაურებად შვებულებას.
მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (ანალოგიურ პოზიციაზე);
** დახასიათება წინა სამსახურიდან;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
კომპანია უზრუნველყოფს:
** ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** ობიექტიდან თანხის დროული ამოღება;
** სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
** სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით).
შერჩეულ კადრებს კომპანია სთავაზობს:
ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე
სამუშაო გრაფიკი: სრული
შაბათ-კვირა დასვენება
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 78 50 59, ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე alex@budgetgeo.com
|
|
|
|