Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704400&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: აურა ფიტნესი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"Aura Fitness" თბილისის პრემიუმ კლასის ფიტნეს სივრცეა. შექმნილი ადამიანებისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, კომფორტსა და პროფესიონალიზმს.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ვარჯიში იქცევა გამორჩეულ გამოცდილებად — თანამედროვე ინფრასტრუქტურით, დახვეწილი დიზაინით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე გუნდით.

ჩვენი მისიაა, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ პირობები, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესი ბუნებრივად ხდება ცხოვრების ნაწილი.

"აურა ფიტნესი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N28, თბილისი.

სამუშაო განრიგი: ცვლების მიხედვით

** დილის ცვლა: 08:00 საათიდან 15:30 საათამდე;
** საღამოს ცვლა: 15:30 საათიდან 23:00 საათამდე.

ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფიტნეს დარბაზის შიდა სივრცეების (სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, ადმინისტრაციული სივრცე) ყოველდღიური დასუფთავება;
** ინვენტარისა და სავარჯიშო მოწყობილობების წმენდა/დეზინფექცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების მუდმივი კონტროლი სამუშაო ცვლის განმავლობაში;
** შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მენეჯმენტთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლებისადმი თავაზიანი დამოკიდებულება სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** სასურველია დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მიენიჭება ფიტნეს დარბაზში/კომერციულ ობიექტზე მუშაობის გამოცდილებას);
** სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტნეს დარბაზის სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@aurafitness.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დასუფთავების თანამშრომელი".

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 28 99 99

გისურვებთ წარმატებას!

"აურა ფიტნესისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "აურა ფიტნესის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "აურა ფიტნესის" პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "აურა ფიტნესში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "აურა ფიტნესს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია