Робота для біженців з України
გადაუდებელი დახმარების განყოფილების დღის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გადაუდებელი დახმარების განყოფილების დღის ექთანი
მომწოდებელი: თბილისის მედიცინის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი" აცხადებს შერჩევას გადაუდებელი დახმარების (ER) განყოფილების დღის ექთნის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშემწყობი გარემო;
** თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სამედიცინო ან საექთნო განათლება; (საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/ მედდა, ან სამედიცინო მიმართულების სტუდენტი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** უცხო ენების (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** საექთნო მანიპულაციების პროტოკოლის სრული დაცვით შესრულება;
** ინფექციის კონტროლისა და უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა;
** სამედიცინო გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში ოპერატიულად მოქმედების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tim.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დღის ექთანი".

საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის N16 ტელ: 032 2 90 00 01; 599 20 50 04

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ:

შპს "თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი ვადით (ურთიერთობის დასრულებიდან 3 წელი). მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილნი არიან მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლები. CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას ზემოაღნიშნულ პირობებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე