Робота для біженців з України
მარკეტინგის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სტაჟიორი
მომწოდებელი: ფანკი ბრენდს
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი მოიცავს Franui-ს, რომელიც ჩვენი ბესტსელერია - ასევე Brite-სა და Natrue-ს. აქტიურად ვაგრძელებთ ზრდას ახალი ბრენდების მიმართულებით. ვეძებთ მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც მზადაა სტარტაპული გარემოს დინამიკისთვის - სადაც ყველა იდეა ღირებულია, ერთად გაზრდა კი, მთავარი მიზანი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00), 2 დღე დისტანციურად / 3 დღე ოფისიდან; პოზიცია ჰიბრიდულია და გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს - სწავლის შეთავსების შემთხვევაში, სრულად მოერგება თქვენს ცხრილს.

ძირითადი მოვალეობები:

** Community management - კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ბრენდის კომუნიკაციის გაიდლაინების შესაბამისად;
** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა და მათთვის პერიოდული რეპორტინგი;
** კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობა - იდეების შემოთავაზება, რეფერენსებისა და რესურსების მოძიება;
** გადაღებებისთვის. TikTok და Meta-ზე განთავსებაში მონაწილეობა;
** ღონისძიებებისა და გარე აქტივობების ორგანიზებაში დახმარება;
** სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება მენტორთან კოორდინირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მარკეტინგის, სოციალური მედია მენეჯმენტის ან ბიზნესის მიმართულებით განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;;
** კარგი ორგანიზაციული უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - საერთაშორისო კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე;
** კრეატიული სამყაროსა და ბრენდებისადმი ინტერესი;
** უპირატესობა მიენიჭება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ჩვენ გთავაზობთ:

** 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის პერსპექტივით;
** მოქნილ, ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს;
** პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში;
** მენტორობას და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სტარტაპულ გარემოში;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას.

შერჩევის პროცესი:

** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** მცირე სატესტო დავალება.

ჩვენი ღირებულებები:

** გამჭვირვალობა და ნდობა - ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცა კომპანიის ყველა დონეზე მნიშვენლოვანია. ის ზრდის ნდობას და კოლაბორაციას როგორც კომპანიის შიგნით გუნდში, ასევე მის გარეთ ყველა პარტნიორთან.
** ინოვაცია და ადაპტაცია - Ჩვენ მივყვებით უახლოეს ციფრულ ტენდენციებს და მზად ვართ მუდმივად მოვახდინოთ ადაპტაცია, რათა ჩვენს მომხმარებლებს ბაზარზე არსებული უახლესი ინოვაციური პროდუქტები გავაცნოთ.
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - Ჩვენი ბრენდები, პარტნიორები და საბოლოო მომხმარებლები არიან ყველაფრის ცენტრში. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ის პროდუქცია და სერვისი მივაწოდოთ მათ, რაც ემთხვევა მათ საჭიროებებს და აუმჯობესებს მათ ცხოვრების ხარისხს.
** მოქნილი კულტურა - ვცდილობთ შევუთავსოთ კომფორტი და გუნდურობა, რითაც ვინარჩუნებთ, როგორც მოქნილობას, ისე გუნდურ ენერგიას. მთავარი ჩვენთვის შედეგია და არა ადგილი, საიდანაც მუშაობ.

სოც. ქსელები:

Franui:

** Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge?igsh=cHdieXlpeThmbHdz
** Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
** Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge?_t=ZS-8vyFeJlZg1t&_r=1

Brite:

** Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia?igsh=c3Zvb3NsYmxpejJ5
** Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
** Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia?_t=ZS-8vyFimJgrSO&_r=1

Natrue

** Natrue Instagram: https://www.instagram.com/natruedrinksgeorgia/
** Natrue FB: https://www.facebook.com/p/Natrue-Georgia-61578122212717/
** Natrue TikTok: https://www.tiktok.com/@natrue.georgia

Funky brands website: https://www.funkybrands.ge/

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: info@funkybrands.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე