Робота для біженців з України
სალარო ოპერაციების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალარო ოპერაციების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"HashBank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: სალარო ოპერაციების ხელმძღვანელი.
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ნაღდ ფულთან დაკავშირებული პროცესების მართვა და კონტროლი, ასევე კომპანიაში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში მათი ხელმძღვანელობა;
** დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური ხელმძღვანელობა, მათ შორის:
** სამუშაოების დაგეგმვა, პრიორიტეტიზაცია და განაწილება;
** შესრულების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
** რეგულარული უკუკავშირის მიწოდება;
** გუნდის წევრების მოტივაციაზე, პროფესიულ განვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სწავლებისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა, სწავლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება;
** სალაროში მომხდარ ან გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირება, მათ შორის ზედმეტობისა და დანაკლისის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი;
** ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონების ლიმიტების კონტროლი, ცვლილებების ასახვა და შესაბამისი პროცესების მართვა;
** სადაზღვეო კომპანიასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის პროცესის კოორდინაცია;
** სადაზღვეო კომპანიის ცვლილების შემთხვევაში:
** ტენდერში მონაწილე კომპანიების შეფასება;
** შეთავაზებების ანალიზი;
** რეკომენდაციების წარდგენა დირექტორატისთვის;
** Follow-up და RED სისტემაში დარეგისტრირებული საკითხების შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
** წლის ბოლოს გარე აუდიტის ფარგლებში შერჩეული ფილიალების ინფორმირება და პროცესის კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში სალაროს ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით სამუშაო პროცესის მონიტორინგი, პრობლემების იდენტიფიცირების ან თანამშრომელთა მხარდაჭერის მიზნით;
** ნაღდ ფულთან და სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული პროცესების, წესებისა და რეგულაციების:
** საჭიროებების იდენტიფიცირება;
** შექმნა, განახლება და გაუმჯობესება;
** მმართველ გუნდსა და საბჭოზე წარდგენა და დამტკიცების უზრუნველყოფა;
** სალაროს თანამშრომელთა ატესტაციის პროცესის ორგანიზება, მათ შორის ტესტებისა და შეფასების დავალებების შინაარსის განსაზღვრა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** საბანკო სექტორში, ოპერაციების, სალაროს, ნაღდი ფულის მართვის ან მსგავს მიმართულებაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ნაღდი ფულის ოპერაციების, სალაროს პროცესებისა და შესაბამისი რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმების ცოდნა;
** საბანკო შიდა პროცედურების, პოლიტიკებისა და ოპერაციული პროცესების კარგი ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების და პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** პროცესების გაუმჯობესების და ოპტიმიზაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი 2026. სათაურის ველში მიუთითეთ: სალარო ოპერაციების ხელმძღვანელი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე