Робота для біженців з України
მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ვილმარტი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
სუპერმარკეტთა ქსელი "ვილმარტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ანაზღაურება: 2000 ლარი
კვირაში 1 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და მისი დაცვის კონტროლი
** თანამშრომელთა სამუშაო დროის ზუსტი აღრიცხვა
** ტოპ-გაყიდვადი პროდუქციის მარაგების კონტროლი და სავაჭრო დარბაზში მათი მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
** სასაქონლო მარაგების კონტროლი და პროდუქციის დროული შეკვეთა საწყობიდან ან/და წარმოებიდან
** ფასთა ცვლილებების საფუძველზე ახალი ფასდებულების მომზადება და განახლების ორგანიზება
** დაგეგმილი აქციების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი
** ტექნიკური აღჭურვილობისა და IT სისტემების გამართულობის კონტროლი და პრობლემების დროული რეაგირება
** სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და შედეგების ასახვა სააღრიცხვო სისტემაში
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის ჩამოწერის და გადამისამართების უზრუნველყოფა
** პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და საკითხების დროული გადაწყვეტა
** თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საჩივრების მიღება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის გადაცემა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით)
** საცალო ვაჭრობის სფეროში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მარაგების მართვის და ინვენტარიზაციის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ლიდერული, ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@willmart.ge ან დაგვიკავშირდით 577 282 139.

გახდი "ვილლმარის" გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე