Робота для біженців з України
შოურუმის გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: სამერი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
"სამერი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას: შოურუმის გაყიდვების წარმომადგენელი

ვინ ვართ ჩვენ:

"სამერი ჯგუფი" არის პრემიუმ ხარისხის შიდა კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ "სამერი ჯგუფი"?

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ:

** იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად;
** ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის;
** გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს;
** მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან;
** იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ:

პოზიციის მიზანია უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა
** კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა
** განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით
** შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება
** თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება
** კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე
** სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა
** რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი)
** სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი)
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი
** ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო

პიროვნული თვისებები:

** კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური
** სწრაფად ადაპტირებადი
** შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში
** კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი

პირობები:

** ანაზღაურება: X ₾ თვეში + ბონუსები გაყიდვებიდან
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126

როგორ შეიტანოთ განაცხადი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: info@samerygroup.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შოურუმის გაყიდვების წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე