Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704331&print=yes&view=jobs
 
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00 (2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება) ან 21:00-09:00 (ღამის სმენა)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ #16
ანაზღაურება: 1100-1200 ლ

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, საგანგაშო პულტი და სხვა, არსებობის შემთხვევაში) გამართულობის კონტროლი, ხარვეზის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
** კამერების/მონიტორის გაუმართაობის შემთხვევაში, ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის მხრიდან ინფორმაციის მიღებისას ობიექტზე დაკვირვების განხორციელება, ხარვეზის აღმოფხვრამდე.
** ობიექტზე შემოსული მომხმარებლების კონტროლი, ჩანთების/პარკების შესაბამის საცავში შენახვის მოთხოვნა და შესრულების უზრუნველყოფა.
** მომხმარებლის მხრიდან შემოტანილი პროდუქტის დასტიკერება.
** ობიექტზე არსებული უკანონო ან/და კომპანიისთვის ზიანის მომტანი ქმედების შემთხვევაში უშუალოდ ჩართულობა და პრობლემის აღმოფხვრა.
** ობიექტზე არსებული უკანონო ან/და კომპანიისთვის ზიანის მომტანი ქმედების შემთხვევაში ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის ინფორმირება და შესაბამისი ვიდეო ჩანაწერის შენახვის უზრუნველყოფა.
** ობიექტზე წესრიგის კონტროლი და დარღვევის შემთხვევაში უშუალოდ ჩართულობა და პრობლემის აღმოფხვრა.
** საჭიროების შემთხვევაში საგანგაშო პულტის ამოქმედება, დაცვის სამსახურის გამოძახება და არსებული პრობლემის სრულფასოვნად შეტყობინება.
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

მოთხოვნები: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ქსელურ მაღაზიაში მუშაობას)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია