|
დასახელება:
სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
სითიზენი
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.
არსებული ობიექტის მიღმა, კომპანიის ხედვაშია, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ასევე რეგიონში, განსხვავებული ტიპის დეველოპერული პროექტების განვითარება.
"სითიზენის" გუნდში სატელეფონო ცენტრის ოპერატორს ვეძებთ.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას #70
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მიღება;
** შემომავალი ზარების ადრესატისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება;
** გაყიდვების ოფისში შემოსული სტუმრების მიღება/დაკვალიანება;
** არსებულ პროდუქტებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის პროგრამაში მომხმარებლის ინფორმაციის რეგისტრაცია;
** სოციალური ქსელში შემომავალ შეტყობინებაზე პასუხი;
** სოციალური მედიის საშუალებით მიღებულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი პროგრამული რეგისტრაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@cityzen.ge გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია.
|
|
|
|