Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა

საქმიანობის აღწერა:

** ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე (პერსონალის, ამანათების, კორესპონდენციის და ა.შ.) ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა დროულად და უვნებლად;
** ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვა;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება.

უნარები:

** კოლეგიალობა;
** პუნქტუალობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** სატრანსპორტო მომსახურებას;

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით;
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ-მდე;
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე;
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი;

მის: ლილო, დ. კობახიძის 33ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. #14

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/c97f1eb34e417325d4a4cb7477621cf9

შენიშვნა:

** წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
** CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
** ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე