Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704277&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
პანორამა ჯგუფში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" უკვე 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. კომპანიის პორტფელი აერთიანებს არქიტექტურულად და ხარისხობრივად გამორჩეულ ათეულობით პროექტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტულ ანაზღაურებას

პოზიციის დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
სამუშაო ადგილი: პანორამა ჯგუფის ცენტრალური ოფისი- ქუთაისი, მ.კოსტავას N 3.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური დიზაინის შექმნა, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის დიზაინები, ბილბორდები და ბეჭდური მასალები.
** გრაფიკული სარეკლამო მასალების შექმნა: პოსტერები, იმიჯები, Gif-ები, მარტივი ანიმაციები და ა.შ
** პერიოდულად ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების აწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების: Adobe Photoshop და Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სასურველია Adobe InDesign, CorelDraw და სხვა პროგრამების ცოდნა.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ამასთანავე რეზიუმესთან ერთად გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პორტფოლიო (ლინკის სახით).

განაცხადის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2026 წელი.

ჩვენი კომპანია მადლობას გიხდით პოზიციით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია