Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704268&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ბარ-რესტორანი
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
ბარ-რესტორნი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქუთაისი , კოსტავას ქუჩა.

იხსნება ახალი ბარ-რესტორანი, ვეძებთ გამოცდილ კანდიდატს, რომელსაც აქვს რესტორნის გახსნის პროცესში მუშაობის გამოცდილება, ასევე პასუხისმგებელი იქნება არსებული რესტორნის ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ მართვაზე, საკვებისა და სასმლის ხარისხის, მომსახურებისა და მარკეტინგის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებაზე, ასევე ახალი რესტორნის გახსნის პროცესის სრულ კოორდინაციაზე — კონცეფციიდან დაწყებული, ოპერირების სტაბილურ რეჟიმში გადასვლამდე.

ძირითადი მოვალეობები:

როგორც ბარ-რესტორნის მენეჯერი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ შემდეგი ამოცანების შესრულებაზე უმაღლესი სტანდარტებით:

** ბარ-რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა, გუნდის ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა ეფექტური და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების მონიტორინგი და უკუკავშირის ანალიზი;
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის ზრდის მიზნით.
** ფინანსური მენეჯმენტი: ხარჯების მონიტორინგი, მარაგების კონტროლი.
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა: დარწმუნდით, რომ რესტორანი აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და სანიტარიის სტანდარტებს როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

ახალი ბარ-რესტორნის გახსნა (Pre-opening & Opening):

** ახალი რესტორნის კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობა;
** გახსნის გეგმის შედგენა (timeline, რესურსები, რისკები);
** ინვენტარის, აღჭურვილობისა და მომწოდებლების შერჩევა;
** მენიუს დაგეგმვა შეფ-მზარეულთან თანამშრომლობით;
** გუნდის დაკომპლექტება, ტრენინგი და სტარტის კოორდინაცია.

ფინანსური მართვა და ბიუჯეტირება:

** წლიური და თვიური ბიუჯეტების შედგენა და კონტროლი;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი (Food Cost, Beverage Cost, Labor Cost);
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა;
** მოგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.

მენიუ და პროდუქტის მართვა:

** მენიუს შექმნა/განახლება ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით;
** კერძებისა და სასმელების ხარისხის კონტროლი;
** სეზონური და სპეციალური შეთავაზებების დაგეგმვა;
** საკვები პროდუქტების მარაგების მართვა და დანაკარგების შემცირება.

გუნდის მართვა:

** F&B გუნდის შერჩევა, მართვა და მოტივაცია;
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა;
** თანამშრომელთა შეფასება და განვითარება;
** შრომის უსაფრთხოების და შიდა წესების დაცვა.
** კომუნიკაცია და თანამშრომლობა
** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიტიური პიროვნება.
** უმაღლესი განათლება (სასურველია Hospitality / Business Management მიმართულებით);
** მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება Food & Beverage მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე, გუნდის მართვის, ტრენინგისა და ხელმძღვანელობის სფეროში;
** ახალი ბარ-რესტორნის გახსნის პრაქტიკული გამოცდილება;
** გამოცდილება ბიუჯეტის მართვაში, ხარჯების კონტროლსა და მომგებიანობის უზრუნველყოფაში, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებით.
** მენიუს დაგეგმვისა და Food Cost კონტროლის გამოცდილება;
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სამუშაო ენები)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია