|
დასახელება:
მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 13 მარტი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ელექტროენერგიის აღრიცხვის ინტელექტუალური სისტემის (ეაის) განვითარებისა და თანხლების სამსახურის მრიცხველების დამოწმებისა და დაკალიბრების სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სპეციალური პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ლაბორატორიული შემოწმებისთვის საჭირო პროცედურების ჩატარება (წერილობითი შეტყობინების მომზადება და აბონენტებისათვის და დანიშნულებისამებრ გაგზავნა).
** ლაბორატორიული ანალიზების, შემოწმების, გაზომვისა და სხვა სახის სამუშაოების ჩატარება.
** ექსპერიმენტების ჩატარებისას ამზადებს აღჭურვილობას (აპარატურას, დანადგარებს), ახორციელებს მათ შემოწმებასა და რეგულირებას ტექნიკური დოკუმენტაციისა და შემუშავებული ინსტრუქციების მიხედვით.
** მონაწილეობს ექსპერიმენტების ჩატარებაში, ახორციელებს აუცილებელ და დამხმარე ოპერაციებს, ახორციელებს დაკვირვებას, იღებს დანადგარების ჩვენებას და აწარმოებს სამუშაო ჟურნალებს.
** მრიცხველის დაკალიბრება (ელ. მრიცხველის სიზუსტის კლასში მოქცევა).
** ქსელში გამოუსადეგარი მრიცხველების ჩამოწერისთვის შესაბამისი სამუშაოების შესრულება.
** აგრეთვე ზემდგომ ხელმძღვანელთა დავალებების შესრულება ელექტრომრიცხველების ლაბორატორიის დებულების შესაბამისად.
ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირადი ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: vakansia@telasi.ge 2026 წლის 13 მარტის ჩათვლით.
აუცილებლად ქართულ და რუსულ ენაზე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|