Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704242&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: მორელლი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
კომპანია "Morelli Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე (ქ. თბილისი).

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის და საბანკო ოპერაციების წარმოება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
** სასაქონლო ზედნადებების მიღება და შესყიდვების ასახვა პროგრამაში
** თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი გადასახადების გაანგარიშება
** ფიზიკური პირებისთვის მომსახურების გადასახადების დარიცხვა და გადარიცხვა, პროგრამაში ასახვა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება
** სალარო ოპერაციების აღრიცხვა
** იმპორტის ოპერაციების წარმოება
** მომწოდებლებთან და მყიდველებთან ურთიერთ ჩათვლის აქტების მომზადება
** საბანკო ოპერაციების პროგრამაში ასახვა და საგადახდო კალენდრის წარმოება
** მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და შესაბამისობის კონტროლი RS.ge-ს მონაცემებთან
** გაყიდვებისა და დაბრუნებების კონტროლი ზედნადებების მიხედვით და მონაცემთა ბაზის შესაბამისობის შემოწმება. ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და გაგზავნა.
** თვის განმავლობაში გაყიდული/დაბრუნებული საქონლის მონაცემთა ბაზისა და RS.ge-ს შედარება
** მომწოდებლებისგან ანგარიშ-ფაქტურების მოთხოვნა მიღებულ საქონელსა და მომსახურებაზე
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში ასახვა შესაბამისი აქტის საფუძველზე
** თვის ბოლოს ანგარიშების დახურვა, ამორტიზაციის დარიცხვა და სავალუტო ანგარიშების გადაფასება
** დეკლარაციების წარდგენა (შემოსავალი, დღგ, მოგება)
** საპენსიო დეკლარაციის გაგზავნა და ფონდის ბალანსის კონტროლი
** კვარტალური და წლიური სტატისტიკური დეკლარაციების წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** RS.ge-ზე დეკლარაციების წარდგენის გამოცდილება
** 1C Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა
** საქართველოს კომერციული ბანკების დისტანციურ საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-დან 19:00 საათამდე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: 2 500 ₾ (ხელზე)

a.mchedlishvili@morelli.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია