|
დასახელება:
წარმოების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინსტა
|
|
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
"Insta" ელექტრო სისტემების პროექტირების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 28 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ბაზარზე.
ჩვენ ვნერგავთ სრულ ელექტრო-საინჟინრო გადაწყვეტებს სხვადასხვა სექტორისთვის: ელექტრო- სამონტაჟო სერვისები, ძალოვანი და მართვის ფარების წარმოება, ავტომატიზაცია, სუსტი დენები, განათება და მწვანე ტექნოლოგიები. "Insta"-ს ბრენდი არის Delight რომელიც ევროპული ბრენდების ოფიციალური დილერი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. წლების განმავლობაში 500-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის ისეთი გლობალური ბრენდების მხარდაჭერით, როგორიცაა SIEMENS, DELL, EATON, DRAKA.
ჩვენს გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
პოზიცია: წარმოების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი
სამუშაო საათები: 9:00-18:00 (ორშაბათი -პარასკევი)
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კორპორაციული ნომერი;
** Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
სტრატეგია და გაუმჯობესება
** წარმოების განვითარების სტრატეგიის შემუშავება.
** წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის სტრატეგიის შემუშავება.
** წარმოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** წარმოების მაჩვენებლების (KPI) სისტემის დანერგვა, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია;
** ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდაზე ორიენტირებული გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა.
ოპერაციული მართვა
** წარმოების პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და ეფექტიანობის უზრუნველყოფა სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში;
** წარმოების გეგმების შედგენა, შესრულების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;
** რესურსების (ადამიანური, ტექნიკური, მატერიალური) ოპტიმალური განაწილება და გამოყენება;
** ERP/1C სისტემაში წარმოებისა და საწყობის ოპერაციების აღრიცხვა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლი;
** მარაგების მართვა - მიღება, შენახვა, გაცემის კონტროლი და მინიმალური მარაგების დონის შენარჩუნება;
** წარმოების დოკუმენტაციის მართვა;
** წარმოების ხარჯების ანალიზი და დანაზოგების რეალიზაცია ოპტიმიზაციის გზით.
გუნდის მართვა
** თანამშრომელთა კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და შრომის დისციპლინის უზრუნველყოფა;
** შესრულების მაჩვენებლების (KPI) შეფასება.
კოორდინაცია და ხარისხი
** ხარისხის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერია ან მენეჯმენტი);
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება წარმოების მიმართულებით.
** ERP/1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** უცხო ენა: ინგლისური
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@insta.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების მენეჯერი".
ნებისმიერი პერსონალური მონაცემები, რომელიც შპს "ინსტა"- სთვის ხელმისაწვდომი გახდება თავად "ინსტაში" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორ კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვისთვის შემოიფარგლება თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV-ითა და მასზე თანდართულ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში - კანდიდატის პერსონალური მონაცემები). თქვენი პერსონალური მონაცემები "ინსტას" ან/და სხვა "ინსტას" პარტნიორი კომპანიის მიერ შეგროვდება და დამუშავდება კონკრეტულ ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება 2 (ორი) წლის ვადით. ეს უკანასკნელი ემსახურება იმ ფაქტს, რომ თუ თქვენი განაცხადი არ იქნა განხილული იმ ვაკანსიაზე, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ინსტა" შეეცდება თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენოს/დაამუშაოს სხვა აქტიურ/მიმდინარე ვაკანსიებზე (როგორც შპს "ინსტაში", ასევე, სხვა "ინსტა" პარტნიორ კომპანიებში), რომელიც ხელს შეგიწყობთ კარიერული განვითარებასა და წინსვლაში. გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ თქვენივე პერსონალური მონაცემების "ინსტა"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ დეტალურად გაეცანით წინამდებარე შეტყობინების ტექსტის შინაარსს და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოხსენებული ფორმით. ყოველივე ზემოხსენებულზე თანხმობა არის წინაპირობა თქვენი განაცხადის შესაბამის ვაკანტურ ადგილზე განსახილველად. შენიშვნა: ნებისმიერ დროს თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და განადგურება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ "ინსატ"-ს შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: ტელ.: + (995 32) 220-20-20;
ვებ-გვერდი: https://www.insta.ge/ka/
|
|
|
|