Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი, მძღოლ-დისტრიბუტორი, პრომო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი, მძღოლ-დისტრიბუტორი, პრომო აგენტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიებს მერჩენდაიზერის, მძღოლ-დისტრიბუტორი და პრომო აგენტის (პრომოუტერის) პოზიციებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

1.მერჩენდაიზერი

სამუშაო აღწერილობა:

** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.

პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

2. პრომო აგენტი

პრომო აგენტის ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლების დარწმუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 6 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

3. მძღოლ-დისტრიბუტორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა;
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით;
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით;
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; მექანიკის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები - 09:00-18:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე