Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704155&print=yes&view=jobs
 
სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიტე
გამოქვეყნდა: 26 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 მარტი
შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
პოზიცია/სფერო: სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა:

დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული მიმდინარე სამშენებლო ობიექტის მართვა, რომლის უზრუნველსაყოფადაც:

** სხვადასხვა კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების ხარისხის, ვადების და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სხვადასხვა საკითხების შეთანხმება დაკავშირებული პროფესიის (არქიტექტორი, კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია;
** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის გადამოწმება;
** სამშენებლო სამუშაოების ფორმა 2-ების ანალიზი და დადასტურება;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა სამსახურებრივი ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (CRM, Excel, Email) ცოდნა (Autocad -ის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

ანაზღაურება: შეთანხმებით

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად: developmentnite@gmail.com (ელ. ფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთითეთ: "კონკურსი" ან "ხელმძღვანელი")

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; СV (ავტობიოგრაფია)

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 მარტის ჩათვლით დროის მონაკვეთი

გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

კონტაქტი:

** ელფოსტა: developmentnite@gmail.com
** მობ: 568 16 11 11 ან 568 20 11 11
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია