Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704108&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ რეზიდენსი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "სმარტ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვახტან გორგასალის ქ., N 39

სფერო: შენობა-ნაგებობების აღჭურვა საბარათე და QR (ქიუარ) სმარტ ფინანსური სისტემებით

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 11:00-18:00 საათი
საწყისი სახელფასო განაკვეთი: 1500 ლარი

კომპანიის შესახებ:

** Smart Residence არის ინოვაციური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საცხოვრებელ კორპუსებში ფინანსური საბარათე სისტემების მონტაჟსა და სერვისების მიწოდებაში (www. smartresidence.ge) პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი ან საშუალო განათლება;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
** კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:



** დროის სწორად მართვის უნარი;

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და აქტიურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონცენტრირების და დაკვირვების უნარი;

** მოწესრიგებულობისა და დისციპლინის არსებობა;
** ტექნოლოგიური რეგულაციების, წესებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება;

ძირითადი მოვალეობები:


** მომხმარებლებისგან შემოსული ინფორმაციისა და სიების დამუშავება;
** ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან კომუნიკაცია;
** გადახდების კონტროლი და თანხების გადარიცხვის ორგანიზება;
** თავმჯდომარეების მითითებების შესრულების კოორდინაცია;
** ტექნიკური ჯგუფის დავალებების დაგეგმვა და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;
** შიდა დოკუმენტაციის და ბაზების მართვა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: smartresidenceltd@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.



გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია