Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704097&print=yes&view=jobs
 
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთან ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

"თერმო ცენტრი" გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის გრაფიკული დიზაინის შექმნა;
** ბრენდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარის გათვალისწინებით სხვადასხვა სარეკლამო მასალის დამზადება;
** ბრენდბუქის ვიზუალურ მხარეზე მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში, Motion ვიდეოებისთვის ვიზუალების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამული ინსტრუმენტების: Adobe Photoshop, Adobe Illustrator და Adobe Indesign ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** სისხარტე და აკურატულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გრაფიკული დიზაინერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია