Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704094&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთნ ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.

თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** Google Ads & Meta Ads სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და მართვა;
** ციფრული რეკლამების ყოველდღიური მონიტორინგი ეფექტიანობის მაქსიმიზაციისთვის;
** ციფრული რეკლამირების ეფექტიანობის შეფასება, რეპორტინგი და ანალიზი;
** SEO სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** საძიებო სიტყვების კვლევა-დახარისხება და საიტის ტექნიკურად გამართვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** Google-ისა და Meta-ს სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;
** სარეკლამო ძრავების პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია