|
დასახელება:
მინიმიკროს ექსპერტი
|
| მომწოდებელი:
ტერაბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
ტერაბანკის ქუთაისის ფილიალში ვეძებთ სტაჟიორს მინიმიკრო ბიზნესის მიმართულებით.
მოდი ჩვენთან, თუ:
** გსურს კარიერის დაწყება და განვითარება საბანკო სფეროში
** ხარ კომუნიკაბელური და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა
** გაქვს უმაღლესი ან პროფესიული განათლება (განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც)
** იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები საბაზისო დონეზე
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჩვენ გთავაზობთ:
** დასაქმებას მინიმიკროს ექსპერტის პოზიციაზე
** ფიქსირებულ ხელფასს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების საფუძველზე
** კარიერული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას
სტაჟირების პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დარიცხული 312.5 ლარიდან - 625 ლარამდე (გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად
სტაჟირების პერიოდში შენი მოვალეობა იქნება:
** საკრედიტო ექსპერტების სამუშაო პროცესზე დაკვირვება
** მენტორთან ერთად ბიზნეს სესხების პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, დამტკიცება
** მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ დამოუკიდებლად მუშაობა, კერძოდ: კლიენტების მოზიდვა, ჯვარედინი გაყიდვები, პროექტების დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა, სესხის გაცემა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | სტაჟიორი მინიმიკრო ბიზნესის მიმართულებით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 10 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით. ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|