|
დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
AMTS
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
კომპანია "მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი" (AMTS) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია იწვევს ენერგიულ ახალგაზრდას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ.
ლოკაცია: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის გავლის შემდეგ 1300 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 900 ლარი).
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში არსებული სხვა ბენეფიტები (პრემიები, ბონუსები).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი".
|
|
|
|