|
დასახელება:
სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
One Point
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
HR აუთსორსინგული კომპანია One Point ეძებს მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც დაინტერესებულია რეკრუტინგის მიმართულებით.
ვაკანტური პოზიცია ექვემდებარება: შერჩევის მიმართულების ხელმძღვანელს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვლადიმერ კავსაძის 3
სამუშაო მოდელი: ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან)
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სტაჟირება ანაზღაურებადია.
სტაჟირების პროცესში გექნებათ შესაძლებლობა:
** მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება რეკრუტინგში;
** აქტიურად ჩაერთოთ ვაკანტური პოზიციების შერჩევის პროცესში;
** მოიძიოთ კანდიდატები, გაფილტროთ რეზიუმეები ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოთ პირველადი ეტაპის კომუნიკაცია და მიიღოთ მონაწილეობა გასაუბრებების ორგანიზებაში;
** შეისწავლოთ LinkedIn-ის გამოყენება და კანდიდატების მოძიების არხები;
** იმუშაოთ და წარმართოთ რეკრუტინგის პროცესები CRM პროგრამაში;
** შექმნათ ვაკანსიის პოსტები და განათავსოთ შესაბამის პლატფორმებზე.
საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგში;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა და სწავლის სურვილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge და Subject-ში მიუთითეთ "HR Intern".
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|