Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704077&print=yes&view=jobs
 
ფინანსური განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: One Point
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი, ლოჯისტიკური კომპანიისთვის, ეძებს ფინანსური განყოფილების უფროსს.

ვაკანტური პოზიცია ექვემდებარება: ფინანსური განყოფილების უფროსს.

ვაკანტურ პოზიციას ექვემდებარება: ბიუჯეტირების, რეპორტინგის და ანალიტიკის განყოფილება, ბუღალტერია, ფინანსური ოპერაციების ჯგუფი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: თბილისი

ვაკანსიაზე შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა:

ძირითადი ფუნქციების ჩამონათვალი:

** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მართვა, კონტროლი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება;
** კომპანიაში ფინანსური და ბუღალტრული პროცესების, პროცედურების, პოლიტიკების და სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და მართვა;
** ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS), საქართველოს საგადასახადო კოდექსთან და აღრიცხვისა და ანგარიშგების მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანი (ებ)ის ფინანსური მონიტორინგი, მენეჯერული რეპორტების მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის ყოველწლიური ბიუჯეტირებისა და დანახარჯთა კონტროლის სრული პროცესის მართვა, დაგეგმვა და შესრულების ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფინანსური ანალიტიკა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანალიტიკური რეპორტების წარმოება, ანალიზი და მენეჯმენტისთვის პრეზენტირება;
** ჩატარებული აქტივობების მუდმივი შეფასება და მონაცემთა ანალიტიკის პროცესების გაუმჯობესების მიზნით, ინიციატივების შემუშავება;
** ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
** კომპანიის ფულადი სახსრების მიმოქცევის ყოველდღიური მონიტორინგი/მართვა;
** ფინანსური რისკების მინიმიზაცია;
** ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;
** გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა და მონაცემების დროულად მიწოდება.

პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი);
** ფინანსური მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS) და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმალური დონე B2).

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარე რეზიუმე მეილზე - hr@onepoint.ge და და Subject-ში მიუთითეთ "ფინანსური განყოფილების უფროსი".

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია