|
დასახელება:
ფასადის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
IPS Facade
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
"IPS Facade" - არის "IPS ჯგუფში" შემავალი კომპანია, რომელიც ფასადის მოპირკეთების მიმართულებით 20-მდე ევროპული კომპანიის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"IPS" აცხადებს ვაკანსიას ფასადის ინჟინერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ფასადის სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება
** პროექტის აზომვების შესრულება
** პროექტის არსებული ნახაზების რეალურთან შედარება
** სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტში ცვლილებების შეტანა და ნახაზების განახლება
** ფასადის სისტემების ტექნიკური გადაწყვეტების დამუშავება
** სამუშაო და მონტაჟის ნახაზების მომზადება
** მასალების რაოდენობების დათვლა და სპეციფიკაციების მომზადება
** პროექტის მენეჯერებთან და არქიტექტორებთან კოორდინაცია
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** Autocad სრულყოფილად ცოდნა
** Archicad ცოდნა სავალდებულოა
** სასურველია Revit-ის ცოდნა
** ინჟინრული განათლება სამშენებლო ან შესაბამის სფეროში
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი
** სამშენებლო ან ფასადების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
პირობები:
** სრული სამუშაო განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე info@ips.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
|
|
|
|