|
დასახელება:
ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
სქაიტელი
|
|
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 25 მარტი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დაგეგმარების ინჟინრის პოზიციაზე
დასაქმების ადგილი - თბილის, დავით გურამიშვილის 23ა#
დაქვემდებარება - საპროექტო განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ
ანაზღაურება - 2000-2800 ლარი (Net) კომპეტენციის ფარგლებში
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** FitPass
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინფორმაციის ასახვა მონაცემთა ბაზაში;
** პროექტების შედგენა და მათი ხარჯთაღრიცხვა;
** ქსელის ოპტიმიზაციის დაგეგმარება;
** რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა განყოფილებებიდან შემოსულ დავალებებზე მუშაობა და უკუკავშირი;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი/პროფესიულ-ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შროსი სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (VISIO, KMZ, KML, Excel) (სასურველია GIS);
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
უნარები/შესაძლებლობები:
** რუკებთან მუშაობის უნარი, ადგილ-მდებარეობის ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავის კომპეტენციის ფარგლებში);
** დროის სწორად მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმდებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის დადგეგმარების ინჟინერი".
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|