Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704033&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: გორდა
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
ჩვენი რესტორანი "გორდა" ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ შეფ-მზარეულს, რომელსაც უყვარს ქართული კულინარია, გამოირჩევა კრეატიულობით და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.

რესტორანი გორდა მდებარეობს მთიულეთში, სოფელ სონდაში, ცენტრალური გზის პირას და წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ რესტორანს.

რესტორნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:

** ღვინის მაღაზია/მარანი - ეწევა ქართული ღვინოების, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა სპირტიანი სასმელების რეალიზაციას;
** Coffee Shop (Julius Meinl) - ბრენდირებული ყავის "დრაივ" ფორმატის კაფე;
** Gorda Distillery - დისტილერია, სადაც მზადდება ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სპირტიანი სასმელები.

რესტორანი გათვლილია 250 სტუმარზე, აქვს შიდა და გარე სივრცეები. ამჟამად დასრულების ეტაპზეა თანამედროვე, ცალკე მდგომი სამზარეულოს მშენებლობა/რემონტი.

FB გვერდი: https://www.facebook.com/Gordamarani

ფუნქცია/მოვალეობები:

1. ქართული კერძების სრული ასორტიმენტის მომზადება და ხარისხის ზედამხედველობა.
2. მენიუს განახლება და ახალი კერძების შემუშავება.
3. სამზარეულოს პროცესების მართვა: პროდუქტების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი, ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; შეფ-მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის ხელმძღვანელობა.
4. აღწერების გაკეთება თვეში ერთხელ.
5. რეცეპტურების დაცვის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესება.
6. კერძების გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა.
7. საკვების დანაკარგის შემცირება და რესურსების ეფექტიანი მართვა.
8. HACCP-ის და სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

1. პროფესიული გამოცდილება შეფ-მზარეულად ან უფროს მზარეულად ქართულ სამზარეულოში.
2. ქართული კულინარიული ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა.
3. გუნდის მართვის უნარი.
4. პასუხისმგებლობა, სისუფთავე, დეტალებზე ორიენტირებულობა.
5. ინოვაციური მიდგომა და ახალი გემოების შექმნის სურვილი.
6. პროფესიული განათლება კულინარიაში ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

1. კონკურენტულ ანაზღაურებას, განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს ხარისხზე დაფუძნებულ ბონუსებს.
2. კომფორტულ სამუშაო გარემოს.
3. კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
4. კვებით უზრუნველყოფას.
5. საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
6. სტაბილურ სამუშაო ადგილს პროფესიონალ გუნდში.

რესტორანი "გორდა" უკვე 3 წელია სწრაფი განვითარების გზაზეა - იზრდება როგორც მისი ცნობადობა, ასევე კმაყოფილი მომხმარებელიც. ჩვენი მიზანია გუნდს შევმატოთ გამოცდილი, მოტივირებულ და შრომისმოყვარე პროფესიონალი, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი საერთო განვითარების გზაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: gordamarani@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია