Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704012&print=yes&view=jobs
 
ლუდის პაბების ქსელის გენერალური მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლუდის პაბების ქსელის გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: მაქსიმუსი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 მარტი
კომპანია "მაქსიმუსი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდირებული ლუდის პაბების ქსელის გენერალური მენეჯერის პოზიციისთვის!

გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი მენეჯერი, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე, შეუძლია პრობლემების ეფექტურად გადაჭრა და მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.

ვეძებთ მაღალი კვალიფიკაციის მენეჯერს, რომელიც სრულად გაუძღვება ლუდის ბრენდირებულ პაბებს ბათუმში.
მიზანი: 2 წლის განმავლობაში შეიქმნას საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პაბების ქსელი — 8 ობიექტი, საერთო ჯამში 500-700 დასაჯდომი ადგილით.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან (ფიქსირებული + KPI);

თქვენი ძირითადი მოვალეობები:

** პაბების სრული ოპერაციული მართვა;
** ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
** შემოსავლების, ხარჯებისა და მოგების მართვა;
** ბრუნვის ზრდისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
** პროცესების სისტემატიზაცია და განვითარების სტრატეგიის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რესტორნის ან პაბის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ობიექტის ნულიდან გახსნის გამოცდილება (დიზაინერთან თანამშრომლობა ავტორული ზედამხედველობის ფარგლებში);
** დადასტურებული პროფესიული შედეგები;
** ლიდერული უნარები და სისტემური აზროვნება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** წარმოსაჩენი გარეგნობა და კარგი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ოფიციალურ დასაქმებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შესაძლებლობას, ჩაერთოთ მასშტაბურ პროექტში და შექმნათ საუკეთესო პაბების ქსელი საქართველოში;
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@maximus.ge

რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "მაქსიმუსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია