Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=704010&print=yes&view=jobs
 
სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების კოორდინატორი
მომწოდებელი: ბბ ლიზინგი
გამოქვეყნდა: 25 თებერვალი / ბოლო ვადა: 11 მარტი
"ბბ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების კოორდინატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** დაზღვევის შემთხვევის დადგომის შემდეგ კლიენტთან კომუნიკაცია;
** ავტო-ზარალის პროცესის მართვა;
** კლიენტსა და სერვის პროვაიდერს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
** დარეგულირებული აქტივების მონიტორინგი და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** ავტომანქანის საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 11 მარტის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს ბბ "ლიზინგის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია